2025 წლის 16 ივლისს 16:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია“ დოქტორანტ ეთერ კიღურაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველადი Pap ტესტისა და Hr HPV ტესტირების საფუძველზე”
სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო ჩიხლაძე, მედიცინის დოქტორი თამარ ალიბეგაშვილი
სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201